ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
შპს კავკასსერტი არის პირველი ადგილობრივი სერტიფიცირების ორგანო, რომელიც 2005 წელს დაარსდა და დღეისათვის 150-ზე მეტ ოპერატორს ემსახურება.
კავკასსერტის საქმიანობა ბიო პროდუქციის სერტიფიცირება და კონტროლია, რაზეც ევრო კომისიისგან მინიჭებული აქვს უფლება შემდეგი სფეროების მიხედვით:
- გადაუმუშავებელი მცენარეები და მცენარეული პროდუქტები, თესლისა და ნერგების ჩათვლით
- მეცხოველეობა და მეცხოველეობის გადაუმუშავებელი პროდუქტები
- გადამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები
- ღვინო
- სხვა პროდუქტები, რომლებიც ჩამოთვლილია ამ რეგლამენტის # 1 დანართში ან არაა მოხსენიებული წინა კატეგორიებში.
ევროკავშირის მიერ მონიჭებული აღიარების საფუძველზე, დამატებითი აღიარება მოვიპოვეთ შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის ბიო ბაზრებისათვის.
2022 წლიდან კავკასსერტი არის აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) აკრედიტებული მასერტიფიცირებელი აგენტი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების, ველური მცენარეების შეგროვებისა და მათი გადამუშავების მიმართულებით.