სიახლეები
დეკემბერი 15, 2022
კავკასსერტი გახდა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) აკრედიტირებული მასერტიფიცირებელი აგენტი. ის უფლებამოსილია გასცეს ორგანული სერტიფიკატები აშშ-ბაზრისათვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების, ველური მცენარეების შეგროვებისა და მათი გადამუშავების მიმართულებით.
21 ნოემბერი, 2017
შპს კავკასსერტმა წარმატებით გაიარა რე-აკრედიტაცია ISO-17065-ის მიხედვით გერმანიის აკრედიტაციის სამსახურში (DAkkS) და მას გაუგრძელდა ბიოსერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილება 2022 წლის 12 ნოემბრამდე.
27 ივნისი, 2015
2015 წლის 27 ივნისს გამოქვეყნდა ევროკომისიის რეგულაცია 931/2015, რომელშიც დადასტურებულია შპს კავკასსერტის უფლება გასცეს იმპორტის სერტიფიკატი პროდუქციის ოთხ კატეგორიაზე:
27-29 მაისი, 2015
კავკასსერტმა გაიარა აუდიტი, რომლის მთავარი ამოცანა იყო ISO-65-დან ISO-17065-ის აკრედიტაციაზე გადასვლა, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად. აუდიტი ჩაატარა გერმანიის აკრედიტაციის ორგანომ DAkkS ქ. ერევანში.
24 დეკემბერი, 2014
კავკასსერტს DAkkS-მა შეტყობინა წარმატებული რეაკრედიტაციისა და აკრედიტაციის ახალი სერტიფიკატის გამოწერის შესახებ, რომელსაც ძალა აქვს 2017 წლის 18 დეკემბრამდე.
1 დეკემბერი, 2012
ევროკომისიის გადაწყვეტილებით (იხ. ევროკომისიის რეგულაცია No 508/2012) შპს კავკასსერტი შესულია მესამე ქვეყნების ექვივალენტური მაკონტროლებელი კომპანიებისა და მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანოების სიაში.
ოქტომბერი 24, 2014
DAkkS-მა აღიარა კავკასსერტის კომპეტენტცია გასცეს ბიოსერტიფიკატი პროდუქციის შემდეგ ოთხ კატეგორიაში: 1) პირველადი მცენარეული პროდუქცია (ველურად მზარდი მცენარეების შეგროვების ჩათვლით); 2) ცოცხალი ცხოველები და მეცხოველეობის პირველადი პროდუქცია (მეფუტკრეობის ჩათვლით); 3) გადამუშავებული სურსათი (ბიოღვინოს ჩათვლი) და 4) თესლი და სარგავი მასალა.