ბიოსტანდარტი
“გრინ კაუკაზუსის” ბიოსტანდარტი შემუშავებულია შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე:
- ევროგაერთიანების რეგულაცია 834/2007, 889/2008 და 1235/2008;
- Codex Alimentarius-ის ბიოპროდუქტების წარმოების, გადამუშავების, ნიშანდებისა და მარკეტინგის სახელმძღვანელო;
- IFOAM-ის (ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის) ძირითადი სტანდარტები ბიოაგროწარმოებისათვის და გადამუშავებისათვის.
“გრინ კაუკაზუსის” ევრორეგულაციებთან ეკვივალენტობას აფასებს გერმანიის აკრედიტაციის ორგანო DAkkS-ი ყოველწლიური აუდიტის ფარგლებში.
გრინ კაუკაზუსის სტანდარტის დებულებების არსის ინტერპრეტაცია არის შპს „კავკასსერტის“ პრეროგატივა. როდესაც ზემოთმოყვანილ საერთაშორისო სტანდარტებში შედის რაიმე ცვლილება, ის აისახება „გრინ კაუკაზუსის“ სტანდარტშიც. სტანდარტის ბოლო ვერსია გამოქვეყნებულია შპს „კავკასსერტის“ ვებგვერდზე.
გრინ კაუკაზუსის სტანდარტის ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება სხვა სერტიფიცირების ორგანოების მიერ დაუშვებელია.