გადამუშავებული სურსათის ბიოსერტიფიცირება
გადამუშავებული სურსათის ბიოსერტიფიცირება
მეფუტკრეობის პროდუქციის ბიოსერტიფიცირება
მეფუტკრეობის პროდუქციის ბიოსერტიფიცირება
პირველადი მცენარეული პროდუქციის ბიოსერტიფიცირება
პირველადი მცენარეული პროდუქციის ბიოსერტიფიცირება
შინაური ცხოველებისა და მეცხოველეობის პირველადი პროდუქციის ბიოსერტიფიცირება
შინაური ცხოველებისა და მეცხოველეობის პირველადი პროდუქციის ბიოსერტიფიცირება
ველურად მზარდი მცენარეების პროდუქციის ბიოსერტიფიცირება
ველურად მზარდი მცენარეების პროდუქციის ბიოსერტიფიცირება
  • კავკასსერტი

    მოგესალმებით,

    შპს კავკასსერტი პირველი ადგილობრივი კომპანიაა, რომელიც თავის მომხმარებელს სთავაზობს  ბიოპროდუქციის სერტიფიცირებას. ჩვენს  ბიოსერტიფიკატს კანონიერი ძალა აქვს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და შვეიცარიაში.

    ბიოსერტიფიკატს გავცემთ სოფლის მეურნეობის შემდეგი ოთხი სახის პროდუქციაზე:

    • პირველადი მცენარეული პროდუქცია (სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება და ველურად მზარდი მცენარეების შეგროვება) - A;
    • ცოცხალი ცხოველები და მეცხოველეობის პირველადი პროდუქცია (მეფუტკრეობის ჩათვლით) - B;
    • სასურსათო დანიშნულების გადამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია (ბიოღვინის ჩათვლით) - D;
    • სარგავი მასალა და თესლი - F.

    შპს კავკასსერტი უფლებამოსილია ევროკომიის მიერ დაარეგისტრიროს თავისი კლიენტები და გამოუწეროს მათ იმპორტის ინსპექტირების ელექტრონული სერტიფიკატები ევროკავშირის TRACES (Trade Control and Expert System) სისტემაში. 

    ჩვენ მიუკეძოებლად ვემსახურებით ბიოპროდუქციის ყველა მწარმოებელს, გადამამუშავებელს, რეალიზატორს, ექსპორტიორსა თუ იმპორტიორს.

    მზად ვართ თანამშრომლობისათვის!

     

    info-logo

    ჩვენ შესახებ

    შპს ”კავკასსერტი” დაარსდა 2005 წელს საქართველოში. ის ბიოსერტიფიცირების პირველი ადგილობრივი ორგანოა. მისი მთავარი მიზანია ბიოლოგიური პროდუქციის ინსპექტირება და სერტიფიცირება. თავისი საქმიანობით, კავკასსერტი ხელს უწყობს საქართველოში ბიო სოფლის მეურნეობის განვითარებას, ადგილობრივი ბიოპროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში გატანას და ბიოპროდუქციის მომხმარებლების უფლებების დაცვას.

    დაწვრილებით

    ბოლო სიახლე

    21 ნოემბერი, 2017

    შპს კავკასსერტმა წარმატებით გაიარა რე-აკრედიტაცია ISO-17065-ის მიხედვით გერმანიის აკრედიტაციის სამსახურში (DAkkS) და მას გაუგრძელდა ბიოსერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილება 2022 წლის 12 ნოემბრამდე.

    27 ივნისი, 2015 

    2015 წლის 27 ივნისს გამოქვეყნდა ევროკომისიის რეგულაცია 931/2015, რომელშიც დადასტურებულია შპს კავკასსერტის უფლება გასცეს იმპორტის სერტიფიკატი პროდუქციის ოთხ კატეგორიაზე:

     

    ჩვენ შესახებ

    ჩვენ შესახებ

    შპს ”კავკასსერტი” დაარსდა 2005 წელს საქართველოში. ის ბიოსერტიფიცირების პირველი ადგილობრივი ორგანოა. მისი მთავარი მიზანია ბიოლოგიური პროდუქციის ინსპექტირება და სერტიფიცირება. თავისი საქმიანობით, კავკასსერტი ხელს უწყობს საქართველოში ბიო სოფლის მეურნეობის განვითარებას, ადგილობრივი ბიოპროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში გატანას და ბიოპროდუქციის მომხმარებლების უფლებების დაცვას.

    შპს კავკასსერტი აკრედიტებულია გერმანიის აკრედიტაციის ორგანოს DAkkS-ის მიერ ISO-17065-ის მიხედვით. კავკასსერტი შესულია მესამე ქვეყნების ეკვივალენტური სერტიფიცირების ორგანოების სიაში (იხ. ევროკავშირის რეგულაცია 1330/2016).

    კავკასსერტის მუშაობის მთავარი პრინციპებია მიუკერძოებლობა და გამჭირვალობა.  ჩვენ მივისწრაფვით გრძელვადიანი თანამშრომლობისაკენ.

    კავკასსერტი მონაწილეობს ეროვნული და კერძო სტანდარტების შემუშავებაში, ბიოწარმოებისათვის კვალიფიცირებული ინსპექტორების მომზადებაში და შეაქვს წვლილი ბიოსოფლის მეურნეობის პოპულარიზაციაში.