Green Caucasus
Green Caucasus
გრინ კაუკაზუსი არის სერტიფიცირებისა და ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც ერთობლივად შემუშავდა და იმართება სომხური კომპანია "ეკოგლობისა" და ქართული კომპანია"შპს კავკასსერტის" მიერ. გრინ კაუკაზუსის განუყოფელი ნაწილია გრინ კაუკაზუსის ბიოსტანდარტი.
"ეკოგლობმა" და "შპს კავკასსერტმა" სერტიფიცირებისა და ხარისხის მართვის ერთობილივი სისტემა შექმნეს ერთობლივი აკრედიტაციის მოსაპოვებლად. ისინი შემთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ და ექნებათ საერთო:
- სახელი "გრინ კაუკაზუსი", როგორც ერთობილი სავაჭრო ნიშანი
- ლოგო;
- ხარისხის მართვის სისტემა;
- ორგანული სტანდარტი.
ორივე კომპანიამ ერთობლივი სავაჭრო ნიშანი "გრინ კაუკაზუსი" დაარეგისტრირა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესაბამის ადგილობრივ სააგენტოებთან და იყენებს მას სერტიფიცირებისა და ხარისხის მართვის, აგრეთვე ბიოსტანდარტის იდენტიფიკაციისათვის.
"გრინ კაუკაზუსი" აკრედიტებულია გერმანიის აკრედიტაციის ორგანოს - DAkkS-ის მიერ 2008 წლის იანვრიდან.
შპს კავკასსერტისა და ეკოლგობის მიერ გაცემულ სერტიფიკატებს იურიდიული ძალა აქვს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. შპს კავკასსერტისა და ეკოლგობის მიერ სერტიფიცირებული პროდუქტები შეიძლება გაიყიდოს ნიშანდებით "ორგანული", "ბიო" და "ეკოლოგიური".
გრინ კაუკაზუსის სისტემისა და ბიოსტანდარტის მფლობელები "ეკოგლობი" და "შპს კავკასსერტი" სხვადასხვა იურიდიულ ერთეულებს წარმოდგენენ, რომელთაგან პირველი სომხეთშია დარეგისტრირებული, მეორე კი - საქართველოში. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლები არიან თავიანთ გადაწყვეტილებებში, როგორც მომხმარებლების მომსახურეობისას, ისე მარკეტინგული გადაწყვეტილების მიღებისას. ამ კომპანიების მიერ "გრინ კაუკაზუსის" ნიშანდებით გაცემულ სერტიფიკატებს ერთმანეთსგან დამოუკიდებელი იურიდიული ძალა აქვს.