კავკასსერტი
მოგესალმებით,
შპს კავკასსერტი პირველი ადგილობრივი კომპანიაა, რომელიც თავის მომხმარებელს სთავაზობს ბიოპროდუქციის სერტიფიცირებას. ჩვენს ბიოსერტიფიკატს კანონიერი ძალა აქვს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და შვეიცარიაში.
ბიოსერტიფიკატს გავცემთ სოფლის მეურნეობის შემდეგი ოთხი სახის პროდუქციაზე:
- პირველადი მცენარეული პროდუქცია (სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება და ველურად მზარდი მცენარეების შეგროვება) - A;
- ცოცხალი ცხოველები და მეცხოველეობის პირველადი პროდუქცია (მეფუტკრეობის ჩათვლით) - B;
- სასურსათო დანიშნულების გადამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია (ბიოღვინის ჩათვლით) - D;
- სარგავი მასალა და თესლი - F.
შპს კავკასსერტი უფლებამოსილია ევროკომიის მიერ დაარეგისტრიროს თავისი კლიენტები და გამოუწეროს მათ იმპორტის ინსპექტირების ელექტრონული სერტიფიკატები ევროკავშირის TRACES (Trade Control and Expert System) სისტემაში.
ჩვენ მიუკეძოებლად ვემსახურებით ბიოპროდუქციის ყველა მწარმოებელს, გადამამუშავებელს, რეალიზატორს, ექსპორტიორსა თუ იმპორტიორს.
მზად ვართ თანამშრომლობისათვის!

ჩვენ შესახებ
შპს ”კავკასსერტი” დაარსდა 2005 წელს საქართველოში. ის ბიოსერტიფიცირების პირველი ადგილობრივი ორგანოა. მისი მთავარი მიზანია ბიოლოგიური პროდუქციის ინსპექტირება და სერტიფიცირება. თავისი საქმიანობით, კავკასსერტი ხელს უწყობს საქართველოში ბიო სოფლის მეურნეობის განვითარებას, ადგილობრივი ბიოპროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში გატანას და ბიოპროდუქციის მომხმარებლების უფლებების დაცვას.
დაწვრილებით
ბოლო სიახლე
21 ნოემბერი, 2017
შპს კავკასსერტმა წარმატებით გაიარა რე-აკრედიტაცია ISO-17065-ის მიხედვით გერმანიის აკრედიტაციის სამსახურში (DAkkS) და მას გაუგრძელდა ბიოსერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილება 2022 წლის 12 ნოემბრამდე.
27 ივნისი, 2015
2015 წლის 27 ივნისს გამოქვეყნდა ევროკომისიის რეგულაცია 931/2015, რომელშიც დადასტურებულია შპს კავკასსერტის უფლება გასცეს იმპორტის სერტიფიკატი პროდუქციის ოთხ კატეგორიაზე:
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
შპს ”კავკასსერტი” დაარსდა 2005 წელს საქართველოში. ის ბიოსერტიფიცირების პირველი ადგილობრივი ორგანოა. მისი მთავარი მიზანია ბიოლოგიური პროდუქციის ინსპექტირება და სერტიფიცირება. თავისი საქმიანობით, კავკასსერტი ხელს უწყობს საქართველოში ბიო სოფლის მეურნეობის განვითარებას, ადგილობრივი ბიოპროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში გატანას და ბიოპროდუქციის მომხმარებლების უფლებების დაცვას.
შპს კავკასსერტი უფლებამოსილია ევროკომიის მიერ დაარეგისტრიროს თავისი კლიენტები და გამოუწეროს მათ იმპორტის ინსპექტირების ელექტრონული სერტიფიკატი ევროკავშირის TRACES (Trade Control and Expert System) სისტემაში.
შპს კავკასსერტის მუშაობის მთავარი პრინციპებია მიუკერძოებლობა და გამჭირვალობა. ჩვენ მივისწრაფვით გრძელვადიანი თანამშრომლობისაკენ.
შპს კავკასსერტი მონაწილეობს ეროვნული და კერძო სტანდარტების შემუშავებაში, ბიოწარმოებისათვის კვალიფიცირებული ინსპექტორების მომზადებაში და შეაქვს წვლილი ბიოსოფლის მეურნეობის პოპულარიზაციაში.